მთავარისიახლეებიმსოფლიო300 000 ჯარისკაცის დამატება რუსეთის მდგომარეობას არ გააუმჯობესებს - პენტაგონი

300 000 ჯარისკაცის დამატება რუსეთის მდგომარეობას არ გააუმჯობესებს – პენტაგონი

Published on

პენტაგონის პრესსპიკერის, პეტ რაიდერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან 300 000 რეზერვისტის მობილიზებამ, შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა.

“რუსულ მოდელში ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა და იძახებენ უკან დასაბრუნებლად. ჩვენი შეფასებით, რუსეთს დრო დასჭირდება ამ ძალების გაწვრთნის, მომზადებისა და აღჭურვისთვის.

თუ რუსეთს არ შეუძლია მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, 300 000 ჯარისკაცის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს.

პუტინი აკეთებს განცხადებას მობილიზაციის შესახებ, აწყობს რეფერენდუმებს დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან თავდასხმის მუქარას აჟღერებს, მაგრამ ეს არ ცვლის ოპერაციულ ფაქტებს ადგილზე, რაც არის ის, რომ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის,” – თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია. რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციები რუსეთის 40-მდე ქალაქში გაიმართა.

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...