მთავარისიახლეებისაზოგადოებაზეზვასა და მზიას "ბიძაშვილის" კბილი გენერალურმა ინსპექციამ იპოვა

ზეზვასა და მზიას “ბიძაშვილის” კბილი გენერალურმა ინსპექციამ იპოვა

Published on

ზეზვასა და მზიას ოროზმანელი “ბიძაშვილის” კბილი, რომელიც მილიონ 800 ათასი წლისაა და არქეოლოგებმა რამდენიმე კვირის წინ დმანისის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს, ნაპოვნია და მუზეუმში უსაფრთხოდ ინახება.

ჰომო ერექტუსის კბილის დაკარგვა ეროვნული მუზეუმიდან მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ოროზმანში ნაპოვნი არტეფაქტების აღწერა მოხდა. მალევე გაირკვა, რომ უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი არქეოლოგ ნიკა ვანიშვილს სახლში საველე ჩანთით ჰქონდა წაღებული. კბილი გენერალურმა ინსპექციამ სწორედ მის სახლში აღმოაჩინა.

ნიკა ვანიშვილი მომხდარს გაუგებრობით ხსნის და ამბობს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა მისი ტანსაცმლის კარადაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ იმ მომენტისთვის მისი დაცვა მუზეუმში ვერ მოხდებოდა. არქეოლოგი არტეფაქტის უკანონო მითვისებას კატეგორიულად გამორიცხავს.

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...