მთავარისიახლეებიმსოფლიოსად არის 22 წლის მარიუპოლელი პოლიციელი - მარიანაზე ისევ არაფერი ისმის

სად არის 22 წლის მარიუპოლელი პოლიციელი – მარიანაზე ისევ არაფერი ისმის

Published on

22 წლის პოლიციელი “აზოვსტალიდან”, რომელიც უკვე მეხუთე თვეა, ოლენოვკის კოლონიაშია და მასზე არაფერი იციან. ის არ იძებნება არც ახალგათავისუფგლებული ტყვეების ფოტოებში, არ არის მათ შორის, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოთვალა: “უკრაინის გმირი ევგენი ბოვა. უკრაინის გმირი ლევ პაშკო. უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო. დიმიტრი კოზაცკი, სახელგანთქმული ორესტი, ფოტოგრაფი “აზოვსტალიდან”. ნიკოლოზ კუში და კონსტანტინ ნიკიტენკო. ეკატერინე პოლუშეკი (პტაშკა), მარიანა მამონოვა, ვალენტინა ზუბკო, იანა შუმოვეცკაია, ზორიანა რეპეცკაია, ანასტასია ჩერნენკა…. სულ 215 გმირი…” 22 წლის მარიუპოლელმა მარიანა ჩეჩელიუკმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბინ შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიციის აკადემია დაამთავრა და ეროვნული პოლიციის წევრი გახდა. მარიუპოლის დაბომბვის დაწყების შემდეგ, ის თავის 16 წლის დასთან ერთად, სარდაფში იმალებოდა, მოგვიანებით კი “აზოვსტალის” ბუნკერში მოხვდა. 1 მაისს რუსეთი დათანხმდა მარიუპოლიდან მწვანე დერეფნის შექმნას სამოქალაქო პირებისთვის. მარიანამ ფილტრაციის პროცესი, გასაუბრება გაიარა და ქალაქიდან გასვლის ნებართვა მიიღო, მაგრამ მეორე დღეს ოკუპანტებმა პოზიცია შეცვალეს, პოლიციაში მისი სამსახური მოიმიზეზეს და ნებართვა გაუუქმეს, შემდეგ კი ოლენოვკის კოლონიაში გადაიყვანეს…

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...