მთავარისიახლეებირუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი გათავისუფლდა - კრემლს მედვედჩუკი და 55 ოკუპანტი გადასცეს

რუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი გათავისუფლდა – კრემლს მედვედჩუკი და 55 ოკუპანტი გადასცეს

Published on

რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 215 უკრაინელი დამცველი, მათ შორის 10 უცხოელი გათავისუფლდა. სანაცვლოდ რუსეთს დაუბრუნეს ოლიგარქი, ვიქტორ​ მედვედჩუკი და 55 ოკუპანტი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრი იერმაკის თქმით, მათ უკრაინის მიმართ “არავითარი ინტერესი” არ გააჩნდათ. მისივე თქმით, გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის 124 ოფიცერია, 108 “აზოვის მებრძოლი”

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა : სვიატოსლავ პალამარი, აზოვსტალის საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, ასევე
საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი, აზოვსტალის მცველი კატერინა პოლიშუკი ე.წ. “პტაშკა” და აზოვსტალის მცველი მიხაილ დიანოვი, ე.წ. “პიანისტი”.

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, ეს უკრაინის პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის პირადი შეთანხმებების შედეგია. თურქეთში 5 უკრაინელი მეთაური იმყოფება ერდოღანის დაცვისა და უსაფრთხოების პირადი გარანტიით.

ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...