როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

0
228

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს, (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

წინა სტატიაარა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს სასამართლოზე ზეწოლას – ბრეგაძე
შემდეგი სტატიაპარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური