მთავარისიახლეებიოკუპანტებმა დონეცკის ბაზარი დაბომბეს - არიან დაღუპულები

ოკუპანტებმა დონეცკის ბაზარი დაბომბეს – არიან დაღუპულები

Published on

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში აფეთქების ხმა ისმოდა – ჭურვები ბაზარში ჩამოვარდა. ადგილობრივები ჩატებში წერენ, რომ ეს რუსი ოკუპანტების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება, რათა ქალაქის დაბომბვა უკრაინელებს დააბრალოს და ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების წინ ქულები დაიწეროს, მოსახლეობა კი დაარწმუნოს, რომ “რუსეთთან უკეთესია”. 

“სტვენა და დაცემის ხმა ერთდროულად ისმის ხოლმე ასეთ დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლოდან ისვრიან, ახლოს კი უკრაინელები არ არიან”, – წერენ დონეცკელები დახურულ ტელეგრამ-არხებში. 

ჭურვი ცენტრალურ ბაზარში ჩამოვარდა, ოფიციალური ვერსიით, არიან დაღუპულები. ადგილობრივები ასევე იხსენებენ რამდენიმე დღის წინათ, ასევე ქალაქის ცენტრის დაბომბვას, რომელიც ძალიან ჰგავდა ინსცენირებას. იმ დროსაც, რუსული მხარის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი არ ბომბავენ საცხოვრებელ კვარტლებს, რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით. დღევანდელ დაბომბვასთან დაკავშირებით, რომელსაც, ოკუპანტები, ცხადია, ისევ უკრაინელებს აბრალებენ, კომენტარი ან განცხადება არ გაკეთებულა. 

დღეს აფეთქება იყო ასევე, მელიტოპოლში, როგორც რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერდნენ, ჭურვი იქაც ხალხმრავალ ადგილას ჩამოვარდა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...