მთავარისიახლეებიმსოფლიომთელ ქვეყანას გვაქვს მიზეზი, დალევით აღვნიშნოთ - ზელენსკი "აზოველების" გათავისუფლებაზე

მთელ ქვეყანას გვაქვს მიზეზი, დალევით აღვნიშნოთ – ზელენსკი “აზოველების” გათავისუფლებაზე

Published on

გამოგვყევი ტელეგრამზე, მეტი NEWS-კომფორტისთვის – დაკლიკე
–
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დალევის ნება მისცა, როცა BBC-სთან ტყვეთა გაცვლის დეტალებზე საუბრობდა:
“მედვედჩუკი შეგვეძლო ერთ აზოველზე გაგვეცვალა, მაგრამ რაც გამოვიდა, ეს დალევის მიზეზია მთელი ქვეყნისთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, “აზოვსტალის” მცველებიდან 5 მეთაური გაიცვალა 55 რუს სამხედრო ტყვეზე:

დენის პროკოპენკო (დენისი), სერგეი ვოლინსკი (ვოლინა), სვიატოსლავ პალამარი (კალინა), დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო – ეს ბიჭები უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ეს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მოლაპარაკების შედეგია.

მისივე თქმით, კიდევ 200 ტყვე გაიცვალა ვიქტორ მედვედჩუკზე, ხოლო 10 ბრიტანელი ტყვე რუსეთმა გაუშვა საუდის არაბეთში.

მედვედჩუკზე გაცვლილი ტყვეები უკვე უკრაინაში არიან, “აზოვის” სამეთაურო შტაბის წევრები კი მესამე ქვეყანაში, სავარაუდოდ, თურქეთში, სადაც, მესამე ქვეყანაში გაყვანის პირობების თანახმად, ომის დასრულებამდე დარჩებიან.

აშშ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაანადგურებს, თუ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს – ბენ ჰოჯესი

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....