მთავარისიახლეებიიზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავიდან 338 ცხედარი ამოასვენეს

იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავიდან 338 ცხედარი ამოასვენეს

Published on

21 სექტემბრის საღამოს მდგომარეობით, იზიუმში მასობრივი საფლავიდან 320 მშვიდობიანი მოქალაქისა და 18 სამხედროს ცხედარია ამოსვენებული. ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის ოლქის პროკურორის ალექსანდრე ფილჩაკოვზე დაყრნობით ავრცელებს.

მისი თქმით, აღმოჩენილია 445 საფლავი, ზოგიერთში 2 ან 4 ადამიანი ერთდროულად იყო დაკრძალული.

“ძალიან დიდი რაოდენობით ცხედარია ამოსვენებული, ნაღმ-ასაფეთქებელი დაზიანებებით, ასევე ბევრი ძვლის მრავლობითი მოტეხილობით და წამების ნიშნებით” – ამბობს ფილჩაკოვსი

მისივე ინფორმაციით, ​ექსჰუმაციის სამუშაოების დასრულება 23 სექტემბრის დღის ბოლომდე იგეგმება. გარდა ამისა, ჯგუფები იმუშავებენ სხვა ადგილებშიც, რადგან ცნობილია კიდევ 3-5 სამარხის არსებობის შესახებ.

ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იზიუმის რეგიონში ყოველდღიურად სახლების შესასვლელებთან და ნანგრევებში დამარხულ ადამიანებს ხვდებიან.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...