მთავარისიახლეებისამართალიგრიგოლ ნარსია ტერორიზმის ბრალდებას არ ეთანხმებოდა და ხელახლა დაკითხვას ითხოვდა

გრიგოლ ნარსია ტერორიზმის ბრალდებას არ ეთანხმებოდა და ხელახლა დაკითხვას ითხოვდა

Published on

საქართველოს ბანკზე თავდმასხმელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, თუმცა, გრიგოლ ნარსია ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.  პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლომ გაიზიარა და ნარსიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატები ნარსიას ხელახლა დაკითხვას ითხოვდნენ. მათი თქმით, ნარსია ამბობდა, რომ მან აიყვანა მძევლები, ითხოვდა დიდი ოდენობით ფულს და იყო შეიარაღებული, თუმცა ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალს ის კატეგორიულად უარყოფდა, ისევე როგორც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს. 

შეგახსენებთ, 20 სექტემბერს გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და 14 პირი მძევლად აიყვანა. ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც მას თითქოსდა ტანზე ჰქონდა შემოხვეული და ბანკის ფილიალის შემოსასვლელთან დაამაგრა, ბუტაფორია აღმოჩნდა. ნარსიას თქმით, მას მხოლოდ პნევმატური იარაღი ჰქონდა. მძარცველი მძევლებთან ერთად დილიდან საღამომდე ბანკში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სპეცოპერაციის მონაწილეები ბანკის ფილილში შევიდნენ, ნარსია განაირაღეს და დააკავეს, ხოლო მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...