მთავარისიახლეები52 ათასი ბილეთი ერთ დღეში - დინამო არენაზე ანშლაგი იქნება

52 ათასი ბილეთი ერთ დღეში – დინამო არენაზე ანშლაგი იქნება

Published on

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრაზე დასასწრები 52.000 ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა – დინამო არენაზე 23 სექტემბერს ანშლაგი იქნება. 

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები საგანგებოდ რეჟიმში ემზადება. გუნდში გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ძლიერი მეტოქის წინააღდეგ ითამაშებენ, რომელსაც ერთა ლიგის პლეი ოფში თამაშის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უმძიმესი შეხვედრის მოლოდინშია, თუმცა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ნაკრების თითოეული წევრი მაქსიმუმს გაიღებს სასურველი შედეგის მისაღწევად.

საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრები ყოველთვის დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს, 2020 წელს ერთა ლიგის ფინალში რომელიც თბილისში გაიმართა ჩვენი გუნდი სწორედ მაკედონიასთან დამარცხდა, რევანში ქართველმა ფეხბურთელებმა 9 ივნისს სკოპიეში აიღეს, მეტოქე 3-0 დაამარცხეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვიდა. საკადრო პრობლემების მიუხედავად, სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბლაგოჟა მილევსკი ამბობს რომ გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალურად მოტივირებულია და მზად არის საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად.

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს 10 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მაკედონიას 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, შესაბამისად გამარჯვების შემთხევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში თამაშს გაინაღდებს.საქართველო -ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება.

რუსთავი2

სიახლეები

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...

რაგბის კლუბ “სოხუმის” სოლიდარობა სინდისის პატიმრებს

რაგბის კლუბ "სოხუმის" სოლიდარობა სინდისის პატიმრებს - ქართველმა მორაგბეებმა თამაშის შემდეგ უზარმაზარი პლაკატით გამოუცხადეს...

ფოთში ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ფოთში, რუხაძის ქუჩაზე ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი კორპუსის ბინას გაუჩნდა, საიდანაც...

ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში არაბიძე-გულიაშვილის კონცერტის ჩაშლას გეგმავენ

ქართველი ემიგრანტების აქტივობა ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი საესტრადო შესმსრულებლებისა თუ ჯგუფების კონცერტების ჩაშლაში იხარჯება...