მთავარისიახლეები"საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას" - კობახიძის განცხადებები რუსულ...

“საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას” – კობახიძის განცხადებები რუსულ მედიაში

Published on

“ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებმა ოკუპანტი ქვეყნის მედია კიდევ ერთხელ დააინტერესა.

სამთავრობო “РИА Новости” საკუთარ Telegram არხზე წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგაც კი არ განიხილავს.

Москва 24, ირაკლი კობახიძის განცხადებას ციტირებს, რომ “რუსი ტურისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია საქართველოში მანამდეც იყო”.

„ორჯერ იყო კამპანია, თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ და ორივეჯერ აღმოჩნდა, რომ ეს კამპანია იყო სრულიად უსაფუძვლო, ყალბი, ხელოვნური და პოლიტიკური მიზნები“, – თქვა კობახიძემ.

ოკუპანტი ქვეყნის მედია წერს, რომ მანამდე საქართველოში 20-ზე მეტმა ყველაზე გავლენიანმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მოითხოვა ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება. წერილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მომზადდა.

rambler.ru: “კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ორჯერ მიმდინარეობდა კამპანია, რომ რუსი ტურისტები უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენდნენ – პრეტენზიები უსაფუძვლო იყო და პოლიტიკური მიზნები ჰქონდა”.

კობახიძის განცხადებები განახლებაში არაერთმა რუსულმა მედიამ ჩაამატა: gazeta.ru-მ, chita.ru-მ და ა.შ.

სიახლეები

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...