მთავარისიახლეებისამართალიმაღალპროფესიონალურად იყო ჩატარებული - გრიგოლ ლილუაშვილი სპეცოპერაციაზე

მაღალპროფესიონალურად იყო ჩატარებული – გრიგოლ ლილუაშვილი სპეცოპერაციაზე

Published on

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალზე თავდასხმის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელიც წარმატებით დასრულდა, გრიგოლ ლილუაშვილი გამოეხმაურა. სუს-ის უფროსმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია შსს-მ მაღალ დონეზე ჩაატარა: 

“გუშინდელი სპეცოპერაცია იყო ჩინებულად ჩატარებული, მაღალპროფესიონალურ დონეზე, რაც ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ყველა სამართალდამცავი უწყება, მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მონდომებულია იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი, მშვიდობა. პიროვნების იდენტიფიცირება რა თქმა უნდა, მოხდა. გუშინვე გამჟღავნდა მისი სახელი და გვარი. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ეს გამოძიების პრეროგატივაა და გამოიძიებენ და ყველაფერს მოგახსენებენ,” – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, შეიარაღებული მძარცველი, რომელიც ფილიალში შეიჭრა და 14 მძევალი აიყვანა, დააკავეს, მძევლები კი უვნებლად გაათავისუფლეს. 37 წლის გრიგოლ ნარსიამ განაცხადა, რომ ის ბანკში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიჭრა. მისივე თქმით,ა საფეთქებელი ნივთიერებები ბუტაფორია იყო და თვითონ მხოლოდ პნევმატური იარაღი ჰქონდა. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...