მთავარისიახლეებიხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა

ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა

Published on

ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რუსი ოკუაპნტებისგან უკვე თავისუფალია.

“დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე შესასვლელ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უაღრესად საშიშია, რადგან სავსეა სიცოცხლისთვის საშიში ჯართით”, – წერს კირილენკო.

გარდა ამისა, კირილენკოს თქმით სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ადგილზე დარჩენილია რუსი ოკუპანტების მიერ მიტოვებული ტექნიკა და დანაღმული ველები.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...