მთავარისიახლეებიდეგნანის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი - კობახიძე

დეგნანის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება “ოთხეულის” მიმართ, შეურაცხმყოფელი იყო. ამ თემაზე მან “პირველი არხის” გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” ისაუბრა და თქვა, რომ ანტიდასავლური რიტორიკის წერილების ავტორ დეპუტატებს “განსაკუთრებული წარსული აქვთ”.

“აქაც უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც სამწუხაროდ, იყო შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, ხომ? მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. მაგალითად, სოზარ სუბარი. რაც მას აქვს გაკეთებული, ბევრი ვერ დაიკვეხნის, სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. არის მიშა ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი. არის დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ასეთი ადამიანები არიან, გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და ელჩის მხრიდან მათზე ითქვა, რომ ისინი ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად, ამაში არ არის საქმე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...