მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დღეს GDI-ის წარმომადგენელს გამოკითხავენ

სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დღეს GDI-ის წარმომადგენელს გამოკითხავენ

Published on

სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელს დაკითხავენ.

წულიკიძემ, უზენაესი სასამართლოდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიკა გვარამია ერთადერთია, რომელსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატიმრობა შეუფარდეს.

ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გასამართლებულებისთვის, ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი განაჩენი არ გამოუტანიათ.

“საპატიმრო სასჯელი, რომელიც მიესაჯა ნიკა გვარამიას, კონკრეტულად 220-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა. ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ამით გავაკეთეთ ანალიზი საქართველოში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკასთან მიმართებაში და თუ რამდენად იყენებდა სასამართლო კონკრეტულად ამ ერთი მუხლით მსჯავრდადებულ პირებთან მიმართებით საპატიმრო სასჯელს”, – თქვა გვანცა წულიკიძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...