მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთმა წყალქვეშა ნავები ყირიმიდან გაიყვანა - სად რა ხდება უკრაინაში

რუსეთმა წყალქვეშა ნავები ყირიმიდან გაიყვანა – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

რუსეთმა თავისი წყალქვეშა ნავები ყირიმიდან კრასნოდარის მხარეში გადაიყვანა, ამის მიზეზი უკრაინის მიერ ფლოტზე დარტყმების პრევენციაა, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

სამხრეთის ფრონტზე უკრაინის ძალებმა ტექნიკით დატვირთული ბარჟა ჩაძირეს, 3 ტანკი გაანადგურეს და დღე-ღამეში 90-მდე ოკუპანტი მოკლეს.

ამასთან, დღე-ღამის განმავლობაში, ავიაციამ რუსეთის ჯარის დისლოკაციის ადგილებზე 15 იერიში მიიტანა.
“სამხრეთის” გაერთიანებული სარდლობის მონაცემებით, განადგურებულია:
⁃ 90 სამხედრო;
⁃ სამი ტანკი;
⁃ შვიდი ერთეული ჯავშანტექნიკა;
⁃ სამი ჰაუბიცა «Мста-Б» და «Мста-С»;
⁃ ოთხი ერთეული თსმ 152-მმ «აკაცია»;
⁃ ორი თვითმავალი ქვემეხი «Гиацинт-С»;
⁃ ექვსი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «Град»;
⁃ საბრძოლო მასალების საწყობი დასახლება პრავდინოში.
ამს გარდა, აშშ ომის შემსწავლელი ინსიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის არმიას არ ძალუძს შეაჩეროს უკრაინის წინსვლა ლუგანსკის ოლქში მდინარე ოსკოლის გასწვრივ.
უკრაინელები აგრძელებენ ლოკალურ შეტევებს ლიმანი-იამპოლი-ბელოგოროვკის ხაზზე, რუსეთი კი უკვე ვეღარ აკონტროლებს მთლიანად ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ტერიტორიას.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...