მთავარისიახლეებიმსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება

Published on

ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS News Hour-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა თურქეთის ლიდერს ჰკითხა, კონფლიქტის დარეგულირების ფარგლებში, უნდა დართონ თუ არა რუსეთს ნება, შეინარჩუნოს ტერიტორიების ნაწილი, რომელიც უკრაინაში თებერვალში ინტერვენციის შემდეგ დაიკავა.

„არა, უდაოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ შეთანხმებაზე, ეს ამას გულისხმობს. თუ უკრაინაში დამყარდება მშვიდობა, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება, რომელზეც განხორციელდა ინტერვენცია, გახდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მოლოდინი. ეს არის, რაც სურთ. ბატონმა პუტინმა გარკევული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. მიწები, რომლებზეც განხორციელდა შეჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ყირიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას ერდოღანმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს სთხოვს, რომ ყირიმი მის კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნოს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველანაირი ინტერვენცია გაუმართლებელია.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...