მთავარისიახლეებისამართალიქუთაისში სპეცოპერაცია დასრულდა: "შაჰიდის ქამარი", სავარაუდოდ, ბუტაფორია აღმოჩნდა

ქუთაისში სპეცოპერაცია დასრულდა: “შაჰიდის ქამარი”, სავარაუდოდ, ბუტაფორია აღმოჩნდა

Published on

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალში ცოტა ხნის დასრულდა სპეცოპერაცია – ფილიალში შეიარაღებული მძარცველი დილის 11 საათიდან, 12 მძევალთან ერთად იმყოფებოდა და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. შსს ადასტურებს, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული. 

თვითმხილველთა თქმით, ბანკის ფილიალში, მძევლების გაყვანისა და თავდამსხმელის დაკავების შემდეგ, იატაკზე მიმოყრილი ფული და დაგდებული ხელყუმბარა ჩანდა – წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელის სხეულზე ე.წ. შაჰიდის ქამარი შესაძლოა, ბუტაფორია ყოფილიყო.

რაც შეეხება ხელყუმბარას, “კურიერის” კადრში გამოჩნდა, რომ ის იატაკზე გდია, თუმცა, დამცავი რგოლი არა აქვს მოხსნილი და პირიქით, ე.წ. “ზაპალის” სახელური სკოჩითაა მიმაგრებული ხელყუმბარის ბუდეს, რაც ნიშნავს, რომ ის არ აფეთქდებოდა, თუნდაც რგოლი მოხსნილი ყოფილიყო და თავდამსხმელს იატაკზე დაეგდო (თავდამსხმელი კადრებში სწორედ მოხსნილ რგოლს აჩვენებდა, მაგრამ არ ჩანდა, რომ “ზაპალის” სახელური ყუმბარის ბუდეზე იყო მიმაგრებული, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ხელყუმბარა საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და, როგორც მძევლები ვიდეოში ამბობდნენ, “ხელის გაშვების გარდა, არაფერი უნდა…”).

თავად თავდამსხმელი საღამოსკენ ამბობდა, რომ ხელი დაეღალა და თუ რამე მოხდებოდა, პოლიციელების ბრალი იქნებოდა, რადგან ისინი მის მოთხოვნებს არ ასრულებდნენ.

შეიარაღებული მძარცველი ბანკში შესვლითანავე მძევლების ტელეფონებით ჩანდა ლაივში, ძირითადად, ფეისბუქზე. წინასწარი შეცნობით, მას ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა შემოხვეული, მარცხენა ხელში ღილაკით, მარჯვენაში კი, როგორც ამტკიცებდა, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი, რგოლმოხსნილი ხელყუმბარა ეჭირა (ასეთ დროს ხელყუმბარა, რგოლის მოხსნისა და ხელის გაშვების შემდეგ, დაახლოებით 2-3 წამში ფეთქდება ხოლმე). 

თავდამსხმელი ასევე ამტკიცებდა, რომ ბანკის ფილიალის შესასვლელ კარებთან სენსორული ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული, ორი, ერთმანეთის საპირისპიროდ განთავსებული, კარებზე მიკრული მოწყობილობა, რომლებიც, მისი თქმით, ლაზერით უერთდებოდა ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარების გაღებისთანავე აფეთქდებოდა, თუმცა, როგორც ეტყობა, ესეც ბუტაფორია იყო. 

თავდამსხმელმა ასევე, მოითხოვა “სპრინტერის” კლასის მიკროავტობუსი, აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა, ანკესი და რუსეთის სახელმწიფო დროშა, თუმცა, ჯერ გაურკვეველია, რაში სჭირდებოდა მას ანკესი და დროშა. 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...