მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ გადაიდება. მიხეილ სააკაშვილი პროცესს ვერ დაესწრება.

სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეზე უნდა გაიმართო. დაცვის მხარე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი თავს ისევ სუსტად გრძნობს და რამდენიმე თვიანი მკურნალობის მიუხედავად გაუმჯობესება არ ეტყობა.

“თუ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღებს პროცესში მონაწილეობას, ბუნებრივია, ეს პროცესი, სავარაუდოდ, გადაიდება, იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს აქტიურ ჩართვას საკუთარი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ცხადია, პროცესი მკაფიოდ პოლიტიზირებულად რჩება”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

მისი თქმით, როცა პროცესის მიმდინარეობა განახლდება, შესაძლოა ახალი შუამდგომლობები დააყენონ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...