14-დან 17-წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე მოზარდი აზარტულ თამაშებშია ჩართული

0
229

14-დან 17-წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე მოქალაქე აზარტულ თამაშებშია ჩართული და ფულის სანაცვლოდ თანატოლებთან თამაშობს. უმძიმესი რეალობა ახალი კვლევით გამოჩნდა. გამოკითხული 1000 მეტი მოზარდიდან 22% ამბობს, რომ “ხელზე თამაშობს”.

სკოლის მოსწავლეების 60%-ზე მეტი კი ამბობს, რომ იცნობს თანატოლს, რომელიც ქუჩაში, სახლში ან არალეგალურად მოწყობილ აზარტული თამაშებში სივრცეში ფულის სანაცვლოდ თამაშობს. “ხელზე თამაშის” მთავარი პრინციპი ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის დადებული სანაძლეოა, ინიშნება ფულის გადახდის დრო და თუ მოზარდი ამ ვადაში თანხას ვერ დააბრუნებს, საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ერთვებიან.

ისინი, ვინც მოზარდებთან ამ პრობლემაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ხშირად საქმე სუიციდის მცდელობამდეც მიდის, მოზარდები სახლებიდან ნივთებს იპარავენ და ცდილობენ ვალი ამით გადაიხადონ.

კვლევაში მონაწილე მოზარდების 16% ამბობს, რომ პირველად ხელზე ითამაშა, ზოგადად ხელზე 24%- ს უთამაშია, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად არაფერს აკეთებს, აინიცირებს კანონებს რომელიც ფასადურია და პრობლემას მოგვარების უფრო აღრმავებს.

მესამე სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს, გააკონტროლოს შავი ბიზნესი ბიზნესი რომელმაც მიწის ქვეშ გადაინაცვლა და ყოველდღიურად ათობით არასრულწლოვანს ითრევს.

წინა სტატიადღეს ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანი – ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური