მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორის მერიიდან რეორგანიზაციის მიზეზით 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გორის მერიიდან რეორგანიზაციის მიზეზით 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

Published on

გორის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან 13 თანამშრომელი გაუშვეს, თუმცა 10 მათგანი აიპებში დაასაქმეს. გორის მერი ახლა შვებულებაშია, მერიას კი მისი პირველი მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი მართავს. ის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია მხილებული.

“ვმუშაობდი გორის მერიაში, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა შტატის შემცირება. რეორგანიზაცია თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი. საფუძველი, წერილობით მივმართე მერიას და გამოვითხოვე, კონკრეტულად შტატის გაუქმების საფუძველზე, რომელზეც ვერ მივიღე პასუხი”, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

მისი თქმით, მობილობის პროცესში მერიაში არსებული 13 ვაკანტური ადგილიდან, მინიმუმ 6 შეესაბამებოდა მის განათლებას, თუმცა უწყების მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა.

გათავისუფლებული თანამშრომელი დავას სასამართლოში აპირებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...