ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი ანთიმოზ ქუხილავა ანტალიაში გარდაიცვალა

0
899

უკრაინაში ერთ-ერთი ცნობილი “კანონიერი ქურდი”, ოდესის შავი სამყაროს გამორჩეული ლიდერი ანთიმოზ ქუხილავა ანტალიის ერთ-ერთ კლინიკაში, 65 წლისა გარდაიცვალა.

“ანთიმოზ”, “ანტიკ”, “დედუშკა” – ეს ის მეტსახელებია, რომლებითაც ქუხილავას მოიხსენიებდნენ. Dетектив-Info-ს ცნობით კრიმინალის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესება გახდა. 

წყაროს ცნობით, “ანტიკი” დაახლოებით წლინახევრის წინაც იყო კლინიკაში გადაყვანილი, მას თავიდან კისტის ამოსაჭრელად რთული ოპერაციაც ჩაუტარეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ანთიმოზ ქუხილავას ცხედარს საქართველოში დაკრძალავენ, სავარაუდო თარიღად 19 სექტემბერი სახელდება. 

ანთიმოზ ქუხილავამ თავისი კრიმინალური საქმიანობის სფეროდ ოდესა 1990-იან წლებში აირჩია და იმ დროის შემდეგ ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. 

მისი პროტექციით “მოინათლნენ” ისეთი კრიმინალური სამყაროს ე.წ. ავტორიტეტები, როგორებიც არიან სერგეი მამედოვი, ლიოხა კრასნოდარსსკი, პოლიკარპე ჯანელიძე, მინდია ლავასოღლი და სხვები. “ანტიკს” შინაომების გარეშე, დიპლომატიური გზებით კონფლიქტების გადაჭრის დიდოსტატად მიიჩნევდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ანთიმოზ ქუხილავა საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში დაიბადა და გაიზარდა, ის მელიტონ ქანთარიას ბიძაშვილი იყო, ხოლო მისი ვაჟი დაქორწინებული იყო უკრაინელ მომღერალ ანასტასია პრიხოდკოზე. 

ანთიმოზ ქუხილავა 2009 წელს იყო დეპორტირებული უკრაინიდან, მანამდე ის ოდესის “მაყურებლად” ითვლებოდა. დეპორტირებულმა ქუხილავამ ოდესაში დაბრუნება მხოლოდ 2016 წელს შეძლო. 

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
შემდეგი სტატიასად რა ხდებოდა უკრაინაში – რა უნდა ვიცოდეთ 18 სექტემბრის დილას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური