მთავარისიახლეებიმსოფლიოავდეევკისა და ხერსონის მიმართულებაზე მდგომარეობა გართულდა - რა ხდება უკრაინაში

ავდეევკისა და ხერსონის მიმართულებაზე მდგომარეობა გართულდა – რა ხდება უკრაინაში

Published on

ბოლო მონაცემებით, რთული მდგომარეობაა ავდეევკისა და ხერსონის მიმართულებებზე

სვატოვოს მიმართულება – ლიმანის მისადგომებთან შეტაკებები გრძელდება. შეტაკებებია იაროვთან და სხვა სოფლებთან.

ბახმუტის მონაკვეთი – სიტუაცია რთულია, თუმცა, ბელოგოროვკაში უკრაინული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ბახმუტთან მტერი შეჩერებულია, გზატკეცილთან ახლოს, უკიდურეს სამხრეთით შეტაკებები გრძელდება.

ავდეევკის მიმართულება – ფრონტის ხაზი გასწორდა კრასნოგოროვკასთან. ნეველსკის მიმართულებით მტრის წინსვლა შეინიშნება.

ხერსონის მიმართულება – გენშტაბის ბოლო ცნობების მიხედვით, ჯერჯერობით გაურკვეველი მდგომარეობაა პეტროვკასა და ლუბიმოვკაში.

ელენოვკის კოლონია, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, “აზოველები” იმყოფებიან, კიდევ ერთხელ დაბომბეს – ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ოთხმა ჭრილობები მიიღო. რუსული მხარე კოლონიის დაბომბვაში ისევ უკრაინას ადანაშაულებს, როგორც ეს პირველ შემთხვევაში გააკეთა.

“სამხრეთის” გაერთიანებული პრესცენტრის სპიკერის ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, შესაძლოა, ხერსონში სროლა რუსული პროვოკაცია ყოფილიყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების იმიჯის შელახვას: “ჩვენ ამ ამბებთან არაფერ შუაში ვართ”, – აცხადებს ნატალია გუმენიუკი.

რუსეთმა უკრაინაზე იერიშის დროს “კინჯალების” გამოყენებას მოუხშირა. “კინჯალი” ერთადერთია, რომელსაც 90%-ის ალბათობით შეუძლია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გარღვევა. კარგი კი ისაა, რომ ამ დროისთვის “კინჯალებს” ვერ აწარმოებენ რუსეთში, შესაბამისი ნაწილები უცხოეთიდან არ შემოდის.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...