რუსეთმა ომში უკვე 54 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები

0
291

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 სექტემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით – 54 050;
ტანკი – 2 199 ;
ჯავშანტექნიკა – 4 690 ;
საარტილერიო სისტემა – 1 302 ;
სარაკეტო სისტემა – 312;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168;
თვითმფრინავები – 250;
ვერტმფრენი – 216;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 908;
საკრუიზო რაკეტები – 233;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 550;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

წინა სტატიაგათავისუფლებულ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 440-ზე მეტი ცხედარი ნახეს
შემდეგი სტატია“მოთმინება! მოთმინება!..” – ვანო ნადირაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური