გათავისუფლებულ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 440-ზე მეტი ცხედარი ნახეს

0
234

ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, სერგეი ბოლვინოვი ამბობს, რომ რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ნაპოვნია მასობრივი საფლავი, სადაც 440-ზე მეტი ცხედარია.

“ჩვენ ვიცით, რომ ზოგი დახვრიტეს, ზოგი დაიღუპა საარტილერიო სროლის შედეგად, ე.წ. ნაღმების აფეთქების შედეგად. ამიტომ გარდაცვალების მიზეზი გამოძიების ფარგლებში დადგინდება”, – თქვა მან.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იზიუმში აღმოჩენილი ზოგიერთი საფლავი “ახალი” იყო და რომ იქ დაკრძალული ცხედრები “ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების” იყო.

უკრაინის ძალებმა ქალაქი შაბათს დაიბრუნეს.

წინა სტატიაბუჩა, მარიუპოლი, ახლა იზიუმი… რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს
შემდეგი სტატიარუსეთმა ომში უკვე 54 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური