ბუჩა, მარიუპოლი, ახლა იზიუმი… რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს

0
238

“ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიომ ამ ომისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.

“ხარკოვის რეგიონის იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია საჭირო საპროცესო მოქმედებები. ხვალ უნდა იყოს მეტი ინფორმაცია, მკაფიო, გადამოწმებული ინფორმაცია. ხვალ იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები იქნებიან. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ. ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს რეალური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ამ ომისთვის, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს ზელენსკი

შეგახსენებთ, რომ გუშინ დეოკუპირებული იზიუმის მერის ინფორმაციით, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს.

წინა სტატიაპრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიისას დაღუპულები “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაგათავისუფლებულ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 440-ზე მეტი ცხედარი ნახეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური