რუსულ აგრესიას უკრაინაში 384 ბავშვი ემსხვერპლა

0
214

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 384 ბავშვი მოკლეს, დაშვდა 1 134-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 393, ხარკოვის ოლქში – 210, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 72, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 46, ლასტროვის ოლქში – 45.

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 440 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

წინა სტატიაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიადაახლოებით 53 850 ჯარისკაცი, 2 193 0 ტანკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 15 სექტემბრის მონაცემებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური