მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ომი შეცდომა იყო - შოლცი

პუტინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ომი შეცდომა იყო – შოლცი

Published on

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ომი შეცდომა იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პუტინი ომს უკრაინაში სწორად მიიჩნევს და მის შეწყვეტას არ გეგმავს.

“სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ გაჩნდა მზარდი ცნობიერება იმის შესახებ, რომ ამ ომის დაწყება შეცდომა იყო. ასევე არ ყოფილა რაიმე ნიშანი იმისა, რომ იქ ახალი შეხედულებები ჩნდება,” – თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, აუცილებელია პუტინთან შემდგომი საუბარი და მისთვის საკუთარი შეხედულებების ახსნა.

“მე მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთი უნდა გავიდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები, რათა რეგიონში მშვიდობას ჰქონდეს შანსი. ყოველდღე ვხვდები, რომ ეს ერთადერთი პერსპექტივაა,” – განაცხადა შოლცმა.

13 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 90 წუთიანი საუბარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და მის შედეგებს ეხებოდა.

სიახლეები

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...

გიორგი ჭიღლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ივლისს თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5...

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...