მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა გაიმარჯვებს... სანქციები დარჩება - ლაიენი

პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა გაიმარჯვებს… სანქციები დარჩება – ლაიენი

Published on

ევროკავშირი გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას და არ წავა დათმობებზე ვლადიმერ პუტინთან, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ოთხშაბათს გაემგზავრება კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.

„სანქციები დარჩება. ახლა არის გადამწყვეტი და არა დათმობების დრო. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია”,- თქვა მან ყოველწლიურ გზავნილში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის 27 ქვეყნის 450 მილიონი მოქალაქისთვის.

მისი თქმით, პუტინმა ომი გააჩაღა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგ – “პუტინი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს”.

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას მამაცობაზეც ისაუბრა.

“ევროკავშირი ყოველთვის ერთიანი იყო ომისა და ბოროტების წინააღმდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მთელი ევროპა გაერთიანდა. როდესაც რუსულმა ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს, ჩვენი ვალდებულება ერთიანობა იყო. ჩვენ ეს შევძელით და ამით უნდა ვიამაყოთ. ამ მძიმე მომენტში ერთად, უკრაინის გვერდზე ყოფნა მნიშვნელოვანია. ამას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის ვაკეთებთ. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ჩვენი ეკონომიკის, ენერგეტიკის, ღირებულებებისა და მომავლისა წინააღმდეგ. ეს არის ომი, რომელსაც ავტოკრატია დემოკრატიის წინააღმდეგ აწარმოებს. პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა გაიმარჯვებს. უკრაინელი ხალხი მამაცია, ისინი რუსულ აგრესიას აღუდგენენ. უკრაინაში არიან ადამიანები და ბავშვები რომლებმაც ოჯახის წევრები და მშობლები დაკარგეს. მათთვის ომის არასოდეს დასრულდება. მათ გვერდზე იდგა და დგას პირველი ლედი ოლენა ზელენსკა. დღეს ის აქ, ჩვენთან ერთადაა. ის გმირი ქალის სახეა. ის მამაცი ერის სახეა. უკრაინა ევროპული სიმამაცის სახეა და დიდება ამ ქვეყანას. მილიონობით ბავშვი რომელმაც რუსეთის აგრესიის გამო სკოლებში სწავლა ვერ დაიწყო. ჩვენ გამოვყოფთ თანხებს რათა ამ ბავშვებისთვის რუსების მიერ დანგრეული სკოლები აღვადგინოთ და მათ განათლების მიღებაში ხელი შევუწყოთ. დღეს ამ მშობლებმა არ იციან მათი შვილები სკოლიდან დაბრუნდებიან თუ არა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რათა მშობლებს შვილების სკოლაში გაშვების არ შეეშინდეთ. ჩვენ ამას შევძლებთ. დიდება უკრაინას.”,- თქვა ლაიაენმა.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...