აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

0
236

თეთრ სახლში ამბობენ, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის ემზადება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ამბობს, რომ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უკრაინასთან, რათა ზუსტად გაიგოს და განსაზღვროს, რა სამხედრო საჭიროებები აქვს კიევს, ამ ეტაპზე, ფრონტის ხაზზე.

“ჩვენ უკრაინელების გვერდით ვართ, ყოველდღე ვესაუბრებით. ბევრმა სისტემამ, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში გადავეცით, დაადასტურა, რომ ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა კონტრშეტევის და თავდაცვის დროს”, – თქვა კირბიმ.

წინა სტატიაამერიკული დაზვერვა: რუსეთმა პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა
შემდეგი სტატიაშეტაკებები ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე – არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური