მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის არმია მდინარე ინგულეცის მარცხენა ნაპირზე გადავიდა - რუსული წყაროები

უკრაინის არმია მდინარე ინგულეცის მარცხენა ნაპირზე გადავიდა – რუსული წყაროები

Published on

უკრაინის არმიამ, სამხრეთის მიმართულებაზე, შეძლო რუსეთის არმიის დაცვის ხაზის გარღვევა დასახლება დავიდოვ ბროდთან, რომელიც ხერსონის ოლქში მდებარეობს, – ინფორმაცია რუსული არხებით ვრცელდება. 

ამ მიმართულებაზე ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ამასთან, ეს პირველი ცნობაა, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინის არმიამ მდინარე ინგულეცის მარცხენა ნაპირზე (სადაც ხერსონი მდებარეობს) გადასვლა შეძლო და შეტევა გაშალა. 

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინამ ხერსონის მიმართულებაზე, ბოლო დღეების განმავლობაში, დიდ წარმატებას მიაღწია და საერთო ჯამში, 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი გაათავისუფლა. 

მხოლოდ ხერსონის მხარეს გათავისუფლებული ტერიტორია უდრის 7X ქუთაისის ფართობს -დეტალები

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...