მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთი რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს

სომხეთი რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების სხდომა მოიწვია, რომელსაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთი დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართავს რუსეთს.

“სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოფიციალური მიმართვა გაკეთდეს რუსეთის ფედერაციის მიმართ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების დებულებების შესრულების მიზნით, ასევე ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დაშკასანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით “ფართომასშტაბიანი დივერსია” განახორციელა.

აზერბაიჯანული უწყება ირწმუნება, რომ “ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...