მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის - ომის 202-ე დღე უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – ომის 202-ე დღე უკრაინაში

Published on

დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უკრაინის წინსვლა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით ამ დრომდე გრძელდება. უკრაინის არმიის გენშტაბის 13 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების მორალური განწყობა კრიტიკულია, ისინი მოლაპარაკებას ცდილობენ უკრაინელ სამხედროებთან, რათა ტყვედ ცაბარების დეტალები გაარკვიონ. 

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის არმიისთვის დამატებითი ძალების მობილიზებაში არსებული ხარვეზები, საშუალებას აძლევს უკრაინას, კონტრშეტევა გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ წინსვლა არამარტო აღმოსავლეთის, სამხრეთის ფრონტზეც შეინიშნება. მაგალითად, ხერსონის მიმართულებით, მხოლოდ გუშინ, უკრაინელებმა 500 კვ. კმ ტერიტორიის დეოკუპირება მოახერხეს, ხოლო გვიან ღამით გავრცელდა ცნობა, რომ დონეცკის ოლქის სოფელ სპორნოესთან უკრაინის ფორმირებებმა ალყაში მოაქციეს “კადიროველები”.

ეს, სავარაუდოდ, იმ რაზმის ნაწილია, რომლის დონბასში დაბრუნებაც გუშინ რამზან კადიროვმა დააანონსა. შეგახსენებთ, მან თქვა, რომ “დიადი მეომრები” ბრძოლის ველს დაუბრუნდნენ. რაზმის მეთაურის, კადიროვის მარჯვენა ხელისა და დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის განცხადებით კი, ამ დროისთვის უკრაინაში, რუსეთის მხარეს, 10.000-მდე ჩეჩენი ბოევიკი იბრძვის. 

გვიან ღამით უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს ტყვედ აყვანილი ჩეჩენი მებრძოლის დაკითხვის კადრები, სადაც დაჭრილი ბოევიკი ჰყვება, რომ ის ციხიდან პირდაპირ ფრონტზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაუშვეს. მისი თქმით, ემუქრებოდნენ, რომ თუ თვითონ არ წავიდოდა, ომში მამამისს წაიყვანდნენ. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის არმია ისევ აგრძელებს წინსვლას როგორც სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთის ფრონტებზე. ბოლო ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქი სვიატოგორსკი გაათავისუფლეს. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...