მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს

აშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს

Published on

აშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო მდივანი უკვე ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრს. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სასაზღვრო ქალაქების მიმართულებით არტილერიის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. როგორც ერევანში ამბობენ, ცეცხლი გაუხსნეს ქალაქებს – გორისი, სოთქი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.

“ჩვენი ქვედანაყოფების მიერ მიღებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად ამ აქტების დაუყოვნებლივ აღკვეთის მიზნით, მოხდა ბრძოლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორივე მხარე ადასტურებს, რომ არის დანაკარგი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...