უკრაინამ ომის მიმდინარეობა სათავისოდ შეცვალა, თუმცა ომი 2023 წლამდე გაგრძელდება – ISW

0
224

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს და სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს.

ISW აღნიშნავს, რომ წარმატება გამოწვეული იყო იმ კამპანიის შედეგად, რომელიც დასავლური იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს.

გარდა ამისა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვსა და ხერსონის ოლქებში რუსული ჯარის შეტევისთვის HIMARS და სხვა დასავლური სისტემა გამოიყენეს, რამაც ამ ოპერაციას წარმატების პირობები შეუქმნა.

უკრაინელმა ლიდერებმა ოსტატურად განიხილეს სამხრეთში განხორციელებული დარტყმები, რითიც წარმატებით მოატყუეს და დააბნიეს რუსები თავიანთი განზრახვების შესახებ ხარკოვის ოლქში.

წარმატებების მიუხედავად, ISW წერს, რომ მიმდინარე კონტრშეტევები ომს ვერ დაასრულებს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის კამპანია საბოლოოდ სრულდება, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს აღადგინოს მდგრადი თავდაცვითი ხაზი და, შესაძლოა, ლოკალიზებული კონტრშეტევებიც კი განახორციელონ.

“უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, სავარაუდოდ რამდენიმე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად. ომი სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება.

უკრაინამ ომის მიმდინარეობა სათავისოდ შეცვალა. კიევი, დიდი ალბათობით, უფრო და უფრო ხშირად უკარნახებს ძირითადი საომარი მოქმედებების ადგილს და ხასიათს, რუსეთის რეაგირება კი უფრო და უფრო ხშირად იქნება არაადეკვატური უკრაინის მხრიდან გაზრდილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ფონზე, , თუ მოსკოვი არ იპოვის რაიმე გზას შესაძლებლობების დასაბრუნებლად”, – წერს ISW.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

წინა სტატიარუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 52 950 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის მონაცემები
შემდეგი სტატია“პირობას გაძლევთ, ისინი გაიქცევიან” – რეზნიკოვი ოკუპანტებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური