რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 52 950 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის მონაცემები

0
246

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 52 950;
ტანკი – 2 168 ;
ჯავშანტექნიკა – 4 640;
საარტილერიო სისტემა – 1 269;
სარაკეტო სისტემა – 311;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 162;
თვითმფრინავები – 243;
ვერტმფრენი – 213;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 903;
საკრუიზო რაკეტები – 216;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 463;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 117.
ცნობისთვუს, კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

წინა სტატიახარკოვში რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაუკრაინამ ომის მიმდინარეობა სათავისოდ შეცვალა, თუმცა ომი 2023 წლამდე გაგრძელდება – ISW
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური