პრეზიდენტი – თუ ენერგეტიკული კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი

0
213

ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა.

ენერგორესურსებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, სვანებისთვის და ყველა ქართველისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

წინა სტატიაჩემი პრინციპი ასეთია : არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს- ზელენსკი
შემდეგი სტატიაპუტინმა “გამოსავალი” იპოვა: ხარკოვის ოლქში 18 წლის წვევამდელები გადაისროლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური