ჯარი არის იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ოდესმე – ოხანაშვილი “აი ფაქტის” გამოძიებაზე

0
247

“აი ფაქტის” ინფორმაციას ქართველი სამხედროების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

ის ამბობს, რომ ინფორმაცია ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და ამტკიცებს, რომ დღეს ჯარი იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე.

“ჯარი არის იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იყო ოდესმე საქართველოს პირობებში, როგორც სოციალური პაკეტის თვალსაზრისით, ასევე შეიარაღების თუ ყველა სხვა ფარგლებში.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა გააკეთა კომენტარი და მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს არის აშკარა და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ტყუილი. ჯარის დისკრედიტაციის ასეთი მიზანმიმართული მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. ეს ადამიანები, ვინც ასეთ სიუჟეტს აკეთებენ, შემდგომ ნუ გამოვლენ და ნუ იტყვიან, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები აწუხებთ”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანას ქართველი სამხედროები ტოვებენ, აი ფაქტმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ემიგრაციაში მიდის ასობით სამხედრო მოსამსახურე, განსაკუთრებული პრობლემებია ავიაციაში.

წინა სტატია“ოცნებასა” და ჩვენ შორის არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ არის
შემდეგი სტატიაღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია მაგიტომ გააჩინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური