დააკვირდით, როგორ ცვლიან უკრაინელები მშვიდობის პირობებს, მაინც რას ნიშნავს საკუთარ ძალებში სრული რწმენა – მიხეილ სააკაშვილი

0
212

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ახლა უკვე უკრაინა ცვლის და ასახელებს მშვიდობის პირობებს:

“დააკვირდით, როგორ ცვლიან უკრაინელები მშვიდობის პირობებს. პირველ მოლაპარაკებებზე, როცა რუსეთი კიევთან იდგა, უკრაინელები ითხოვდნენ 24 თებერვლის პოზიციებზე ოკუპანტების გაყვანას და ყირიმის საკითხის 15 წლით გადადებას. შემდეგ რამდენიმეთვიანი სიჩუმის შემდეგ ჩვენებმა თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდებიან მხოლოდ სრული დეოკუპაციის ე.ი. 1991 წლის საზღვრების, ყირიმის ჩათვლით.

ახლა ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა – რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება, ხოლო უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს ძალიან გავლენიანი მდივანი ხმამაღლა საუბრობენ რუსეთის დაშლაზე რამდენიმე ათეულ ქვეყნად.

მაინც რას ნიშნავს საკუთარ ძალებში სრული რწმენა და ყოველდღიური გამარჯვებები.” წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიასაქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა – შსს
შემდეგი სტატიაარ გვჭირდება კონფლიქტის გაყინვა, ან რაიმე შეთანხმება, ჩვენი მიზანი სრული დეოკუპაციაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური