მთავარისიახლეებიმსოფლიოაღმოსავლეთით გარღვევა გრძელდება, სამხრეთით კი შეტევა - სად რა ხდება უკრაინაში

აღმოსავლეთით გარღვევა გრძელდება, სამხრეთით კი შეტევა – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული უნიკალური გარღვევა გრძელდება ხარკოვ-იზიუმის მიმართულებაზე. ამ დროისთვის ოფიციალურად დაუდასტურებელი, მაგრამ მებრძოლებთან და ცალკეულ კომპეტენტურ პირებთან გადამოწმებული ინფორმაციით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი კუპიანსკი უკრაინელთა მიერ კონტროლდება. 

კუპიანსკი ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარეობს და უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულად ღირებულ ქალაქს წარმოადგენს რუსი ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფებისთვის. ამ ქალაქში ორი ავტომაგისტრალი და “კუპიანსკი-საკვანძო” – რკინიგზების ქსელი მდებარეობს. სხვათა შორის, სწორედ კუპიანსკი იყო ის ქალაქი, სადაც თეებვალში რუსი ოკუპნატები ყველაზე პირველად შევიდნენ. 

სწორედ კუპიანსკში შესვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა ინფორმაცია იზიუმში უკრაინელთა შესვლის შესახებ. პირველი ცნობებით, იზიუმში უკრაინელები ღამით შევიდნენ და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების მოქმედება მთელ ქალაქში გაშალეს – ამის შესახებ თავად რუსული რესურსები წერდნენ. 

ჯერჯერობით არც კუპიანსკის, არც იზიუმის დაბრუნება ოფიციალურად არ დადასტურებულა. უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში, საერთო ჯამში, 30 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.

ამავდროულად, დასტურდება (არაოფიციალურად) უკრაინის არმიის შეტევეითი ოპერაციები სამხრეთის მიმართულებაზეც: უკვე ცნობილია, რომ უკრაინელებმა დასახლება ლიმანი გაიარეს და ასევე, დონეცკის ოლქში სვიატოგორსკი აიღეს. 

გავრცელებული ცნობებით, შეტაკებები გუშინ, გვიან ღამით, ხერსონის მიმართულებაზე, ქალაქიდან 10-15 კმ-ის დაშორებით მიმდინარეობდა. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...