მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელმა ჯარისკაცებმა ზელენსკის ბალაკლეას აღება უპატაკეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზელენსკის ბალაკლეას აღება უპატაკეს

Published on

ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლეა ოკუპანტებისგან თავისუფალია, – ამას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ადასტურებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს რომელშიც ჩანს, თუ როგორ აღმართეს უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სახელმწიფო დროშა.

“ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ”, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში.

ქალაქი ბალაკლეა რუს აგრესორებს 6 თვე ჰქონდათ ოკუპირებული. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

ბოლო 24 საათში კი, უკრაინელმა სამხედროებმა საბორნე გადასასვლელსა და რუსების იარაღის კონცენტრაციის რამდენიმე ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...