მთავარისიახლეებიმსოფლიორამხელაა ბალაკლეა? სად მდებარეობს კუპიანსკი? რა ხდება იზიუმთან? | პასუხები

რამხელაა ბალაკლეა? სად მდებარეობს კუპიანსკი? რა ხდება იზიუმთან? | პასუხები

Published on

“ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ”, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. 

ქალაქი ბალაკლეა რუს აგრესორებს 6 თვე ჰქონდათ ოკუპირებული. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

ბოლო 24 საათში კი, უკრაინელმა სამხედროებმა საბორნე გადასასვლელსა და რუსების იარაღის კონცენტრაციის რამდენიმე ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში.

ბალაკლეა ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარეობს. თუ ქართული მასშტაბებით წარმოვიდგენთ, ბალაკლეა უფრო დიდ ფართობს იკავებს, ვიდრე, მაგალითად, თელავი ან ზესტაფონი. 

ქალაქში, ბოლო აღწერით, 30.000 ადამიანი ცხოვრობდა. ბალაკლეა სამჯერ დიდია პოპასნაიაზე, რომელსაც რუსი ოკუპანტები ორი თვის განმავლობაში უტევდნენ. ამ ორი თვის განმავლობაში, მათ, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს ქალაქი. 

ბალაკლეა ზსუ-მ ორ დღეში დაიბრუნა – არ გაუნადგურებია ინფრასტრუქტურა: ქალაქი მთელია, ხალხი – ცოცხალი. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამაშია განსხვავება რუსეთსა და უკრაინას შორის, “რუსულ სამყაროსა” და ცივილიზებულ სამყაროს შორის: ერთნი არ უფრთხილდებიან არაფერს და არაფერი აინტერესებთ, ტერიტორიის გარდა, მეორენი კი უფრთხილდებიან ადამიანთა სიცოცხლეს და კი არ ანგრევენ – ათავისუფლებენ. 

რაც შეეხება კუპიანსკს, რომელიც ხარკოვიდან იზიუმისკენ გზაზე მდებარეობს და სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ წუთებში შეტევაზე არიან გადასული და, თუ აშშ ომის შემსწავლელ ინსტიტუტს დავუჯერებთ (არ გვაქვს არნდობის საფუძველი), ამ ქალაქის აღება 76 საათის განმავლობაში შეუძლიათ:

კუპიანსკი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია, რომელზეც რუსეთიდან მომავალი რკინიგზა და ორი ავტომაგისტრალი გადის. კუპიანსკზე კონტროლის დამყარებით უკრაინელები შეძლებენ, შეუწყვეტონ მომარაგება ოკუპანტთა დაჯგუფებას იზიუმში, ასევე, ლუგანსკის ოლქის დიდ ნაწილში. ამის შემდეგ იზიუმის აღება ძალიან რეალური ხდება.

 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...