მთავარისიახლეებიმსოფლიოომის დაწყებიდან მტერმა 127 სამედიცინო დაწესებულება სრულად გაანადგურა

ომის დაწყებიდან მტერმა 127 სამედიცინო დაწესებულება სრულად გაანადგურა

Published on

რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 127 სამედიცინო დაწესებულება სრულად გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

“ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში, მტერმა 826 სამედიცინო დაწესებულება დააზიანა. კიდევ 127 რუსებმა სრულად გაანადგურეს. ამასთან, უკვე აღვადგინეთ დამპყრობლის მიერ დაზიანებული 62 ობიექტი”, – აცხადებენ უკრაინის ჯანდაცვაში.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან, აგრესორის მიერ განადგურებული ან დაზიანებული სამედიცინო ობიექტების აღდგენით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც აღნიშნულია, ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც უკრაინას სამედიცინო დაწესებულებების აღდგენაში დაეხმარება, ჯანდაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Project Hope-ია.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...