მთავარისიახლეებიმსოფლიოხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია - ზელენსკი

ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია – ზელენსკი

Published on

ტრადიციულ, საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბლიცკრიგის შესახებ ისაუბრა და მოკლედ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებაზე, დღეის მოცემულობით, 30 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული. 

სხვათა შორის, გუშინ გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა 20 იყო და, ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა 50 კმ-ით წაიწიეს წინ, გაათავისუფლეს რა 1000 კვ. კმ ტერიტორია. 

ახლა კი გადავხედოთ, რას ამბობენ უკრაინული და რუსული რესურსები ისეთს, რაზეც ჯერ უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალი დუმილს ამჯობინებს:

დღის ბოლო ცნობებით,  ВСУ იზიუმში შევიდა, – ამის შესახებ იტყობინება ნაცგვარდიის მებრძოლი და იზიუმის საქალაქო საბჭოს ექს-დეპუტატი მიკიტა კარაკაი, რომელიც წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა თეთრი დროშები ააფრიალეს. ინფორმაცია ოფიციალურ დადასტურებას საჭიროებს.

ბალაკლეასთან განადგურებულია რუსეთის 237-ე სადესანტო-მოიერიშე გვარდიული პოლკი, რომელმაც შეწყვიტა არსებობა ყველა სამხედრო მოსამსახურის სიკვდილისა და დაჭრის გამო. ცოცხლად გადარჩენილთა უმრავლესობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

ვასილევკა, ზაპოროჟიის ოლქი, განადგურდა რუსული დარიოელექტრონული ბრძოლის სადგური «Москва-1», რაც იმას ნიშნავს, რომ 57 მლნ აშშ დოლარი ჰაერში აიწია.

ბალაკლეაში უკრაინელებმა ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, საბრძოლო მასალების საწყობი იპოვეს, რომელიც ოკუპანტებმა დატოვეს და გაიქცნენ. 

გამოქვეყნდა პირველი ფოტოები კუპიანსკში, მდინარე ოსკოლის ხიდიდან, სადაც უკრაინელებმა “ჰაიმარსი” დაუშვეს.

ეს ხიდი კუპიანსკს ორ – დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ჰყოფს.

ხიდის აფეთქება ნიშნავს, რომ ამ გზით რუსი ოკუპანტები ვერც ცოცხალ დამხმარე ძალას მიიღებენ, ვერც საბრძოლო მასალებს.

არის ცნობები უკრაინის შენაერთების გააქტიურების შესახებ სევეროდონეცკის მიმართულებაზე, კერძოდ, ლიმანის მიმართულებით. ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.

კურსკის ოლქში განგაშია გამოცხადებული: რუსული სპეცსამსახურები უკრაინელ “დივერსანტებს” ეძებენ…

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...