მთავარისიახლეებიმსოფლიოზელენსკის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტიდან $27.4 მილიარდი თავდაცვასა და უსაფრთხოებას მოხმარდება

ზელენსკის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტიდან $27.4 მილიარდი თავდაცვასა და უსაფრთხოებას მოხმარდება

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან $27.4 მილიარდი თავდაცვასა და უსაფრთხოებას მოხმარდება.

“აშკარაა, რომ ეს იქნება ომში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტი. მომავალ წელს ტრილიონ გრივნაზე მეტი დაიხარჯება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში. ეს იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, სოციალური პროგრამები, როგორიცაა პენსია, სრულად დაიფარება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არაკრიტიკული ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობა გეგმას წარადგენს, რათა სახელმწიფო საწარმოების, თანამდებობის პირებისა და დაწესებულებებისთვის ხარჯები შემცირდეს.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...