TV 25 დახურვის საფრთხის წინაშეა

0
223

 აჭარის რეგიონულ ტელევიზიას მძიმე ფინანსური კრიზისი აქვს. TV 25 დახურვის საფრთხის წინაშეა. კრიტიკული არხის ადმინისტრაციაში რთული ვითარების გამწვავების მიზეზებზე საუბრობენ.

არხის აღმასრულებელი დირექტორის, მურთაზ ფრანგულაშვილის თქმით, ფინანსური კრიზისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა და სარეკლამო პოლიტიკის ცვლილებებმა გამოიწვია.

“ფინანსური კრიზისი გვაქვს, როგორც სხვა დანარჩენს ისე, ოღონდ ეს ფინანსური კრიზისი საკმაოდ ღრმა კრიზისია. რამდენიმე არასწორმა გადაწყვეტილებამ საკანონმდებლო ორგანოში გამოიწვია, რეგიონული არხების განსაკუთრებით სხვა დამოუკიდებელი [მედიების]… სარეკლამო პოლიტიკას ეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის რეკლამის გაშვების უფლებებს. მოვბილიზდებით, უნდა გადავეწყოთ და მოვიფიქროთ ისეთი მიმართულება, რომ რაღაც პერიოდით მაინც გადაგვარჩენს. ასე თუ ისე ახლა ვახერხებთ მუშაობას” – ამბობს მურთაზ ფრანგულაშვილი

არხის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორს დახმარებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხელისუფლებასთან მსხვილი ბიზნესმენები “კომფორტულად გრძნობენ” თავს, უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა ვითარება შეიცვალოს და მათაც დასჭირდეთ კრიტიკული მედია.

წინა სტატიაზუგდიდში,ტექნილის მაღაზიაში ტელეფონი მოიპარეს
შემდეგი სტატიარუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში – პუტინი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური