მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირმა რუსეთთან ვიზების გამარტივების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა რუსეთთან ვიზების გამარტივების შეჩერებას მხარი დაუჭირა

Published on

რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ინიციატივა ევროკომისიამ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს.

ევროკავშირის ოფიციალური ხელმოწერის შედეგად, 12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი გაუქმდება,რაც იმას ნიშნავს,რომ რუსეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელი 85 ევრომდე გაიზრდება, მათი გაცემის ვადები შესაძლოა 45 დღემდე გაგრძელდეს და განაცხადის შესატანად მეტი დოკუმენტი გახდება საჭირო.

“რუსეთთან უკვე აღარ შეიძლება საქმის ჩვეულებრივად წარმოება. გამოვდივართ წინადადებით, მთლიანად შეწყდეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება და არ იქნეს აღიარებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები. სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

საკითზე 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეთანხმება 31 აგვისტოს პრაღაში არაფორმალური შეხვედრების დროს შედგა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...