აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ამერიკამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა

0
214

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ამერიკამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას თავად ლაშა თორდია, Facebook-ზე ავრცელებს.

თორდიამ საქართველო მას შემდეგ დატოვა,რაც სასამართლომ მისი ცემის ფაქტზე ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.

თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია აუდიტის სამსახურის კვლევამ გამოიწვია, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ მაშინ ბრალდებები უარყო.

“ფარცხალაძეს გადაეცა მიწის ნაკვეთები, რამდენიმე მიწის ნაკვეთი მილიონის ღირებულების, რომელიც ყოველგვარი ტენდერისა და კონკურსის გარეშე განახორციელეს. ამას მოყვა, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმა ჩემზე, სადაც მან პირდაპირ მითხრა, რომ როგორ გავბედე და ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს. გამოძიებაც მათ შორის ისე წარიმართა, რომ საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარიყო, კერძოდ გამართლდა ოთარ ფარცხალაძე. ყველა ეს ბრძანება გათვალისწინებული იყო ამერიკული სასამართლოს მიერ, რის შედეგად მე მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, იმ პერიოდამდე სანამ შევძლებ სამართლიანობის მიღწევას”- ამბობს ლაშა თორდია

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.

წინა სტატიაუკრაინასთან ომში, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანიებმა, პირადი შემადგენლობის 40% დაკარგეს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთთან ვიზების გამარტივების შეჩერებას მხარი დაუჭირა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური