არავითარი პრობლემა მედიას არ აქვს – ხელისუფლების პასუხი ბორელს

0
196

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს დღეს ქართულ ოცნებაში გამოეხმაურნენ.

არჩილ თალაკვაძე ამტკიცეს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დღეს დამოუკიდებელია. ამასთან, თალაკვაძე მედიას და ოპოზიციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

“პრემიერმინისტრმა ამასთან დაკავშირებით ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა თავის ევროპელ კოლეგებს. არავითარი პრობლემა მედიას არ ექმნება, როცა კრიტიკულ შინაარსს მაუწყებლობს ხელისუფლებასთან მიმართებით. სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს არის დიამეტრალურად მაღალი, მოქალაქეები საქართველოს სასამართლო სისტემაში ბევრად უფრო მეტად პოულობენ და აღწევენ თავის სიმართლის დადასტურებას.

რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებულმა მედიამ გააკეთეს ყველაფერი ამ წლების განმავლობაში და ისინი ყოველდღიურად იმეორებენ, რომ თითქოს დღეს სასამართლო არის უარესი, მედიაგარემო არის უარესი – ეს არის ტყუილი, მაგრამ ამ ტყუილს სჭირდება განეიტრალება”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ბორელის განცხადებას დღეს ოცნების სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ. თბილისის მერი კალაძისა და დეპუტატ ოხანაშვილის მტკიცებით, ევროკავშირი რეკომენდაციების შესრულებაში თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

შეგახსენებთ, ბრიუსელში 6 სექტემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა.

წინა სტატიარუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში – პუტინი
შემდეგი სტატიაუკრაინის ცნობით, ენერგოდარში ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური