მთავარისიახლეებიმსოფლიოზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება ძალიან საშიშია - Energoatom-ის პრეზიდენტი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება ძალიან საშიშია – Energoatom-ის პრეზიდენტი

Published on

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება ძალიან საშიშია – ამის შესახებ ენერგოატომის პრეზიდენტმა, პიოტრ კოტინმა განაცხადა. ის ამბობს, რომ ელექტროგადამცემი ხაზების დაბომბვის გამო, ვითარება უპრეცედენტოა და კიევი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან ელოდება რაიმე უფრო მეტს, ვიდრე შეშფოთების გამოხატვას.

“გაეროს ინსპექტირების მისიას უნდა მოჰყვეს რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურების ოკუპაციის დასრულება”,- ამბობს Energoatom-ის პრეზიდენტი.

ვოლოდიმერ ზელენსკის განცახდებით, რუსეთის პროვოკაციის გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზეა.

“ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული პროვოკაციის გამო, რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. სადგურისთვის ცეცხლის გახსნა ნიშნავს, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ აინტერესებს რას იტყვის საერთაშორისო სააგენტო. არ ადარდებს რას გადაწყვეტს საერთაშორისო თანამეგობრობა. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ სიტუაცია რაც შეიძლება დიდხანს იყოს ცუდი. ამის გამოსწორება შესაძებელია, მხოლოდ სანქციბის გაძლიერებით. ყველა დონეზე რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებით”,- ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში ბოლო 24 საათში უკრაინის არმიის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...